რაზე ისაუბრა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქუთაისში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა რაც იყო დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქუთაისს ქონდეს ასეთი, უეფას უმაღლესი სტანდარტის, ანუ მე-4 კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ემზადება, რომ ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.

„ჩვენ ვემზადებით, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მიიღებს მონაწილეობას, პირველი თამაში გაიმართება თბილისში, დინამოს სტადიონზე და პირველი თამაში იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის.

ძალიან მიხარია, დღეს დილით ასევე დავათვალიერე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც, 32 მლნ ლარი დაიხარჯა და იქაც სრულად განახლდა ყველაფერი, თანამედროვედ მოეწყო და ასევე ბათუმში ორი სტადიონი ავაშენეთ, ქობულეთში ერთი, წყალტუბოში და ა.შ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სასახელო ფეხბურთელებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ამ ქალაქს, ქუთაისს, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან, ახალ სტადიონს,“- განაცხადა პრემიერმა.

ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით.  

„პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ომის გავლენებზე, რომელიც რა თქმა უდნა ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან, მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. და მე მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე მოხდა თუ არა დაბარება კანცლერის მხრიდან, პრემიერმა ასე უპასუხა:

„მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ ეს თქვენი დავალებაა, დავალება მოგცეს რომ ეს კითხვა დაგესვათ. ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან, აი სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე თქვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. მე მინდა გირჩოთ ყველას, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ჟურნალისტებთან  პრემიერმა ნიკა გვარამიას საქმეზეც ისაუბრა.

„მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე, როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ შედარებით პატარა მასშტაბებია, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რუსთავი 2, 6 მილიონით, თუ არ ვცდები. ეს რაც ვიცი მედიისგან და საერთოდ საქმიდან“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია და ჯარი არის ხელშეუხებელი.

„ახლა რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, ანტი-ეროვნული, ანტი-ქართული, ნეო-ფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიცაა გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს ასე ვთქვათ არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, „გასაბერი ეკლესიები“ მოიგონეს, შემდეგ თქვეს, რომ ე.ი. თურმე ფარისევლური რაღაც ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამაზე, საზოგადოებამ კარგად იცის, 10 000 ახალგაზრდა შეაცდინეს რეალურად მათ იმისთვის, რომ არ წასულიყვნენ ჯარში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახსოვთ, რომ გამოდიოდა ბოლო პერიოდში და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას და ა.შ. ავალებდა. ამ ადამიანების, 2%-ანი, 1%-ანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ესაა დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა. ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურებზე, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დადასტურებულია რომ 1 მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი, ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ.

„ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ ისევ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს და ა.შ.
ბიბისი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია, მისი გამოძიებით და არამხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც დადასტურებული არის და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ, რომ გამოგვეკვლია, გამოგვეძიებინა ეს თაღლითური სქემები. ათასობით პენსიონერი არის გაძარცვული თქვენი მფლობელის მიერ, ბატონი კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, აქედან დავიწყოთ, ეს არის მთავარი, თქვენი ტელევიზია ფინანსდება მოპარული ფულით, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა, გაძარცვა მთელი ბიზნესი მან და სააკაშვილმა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა, მილიარდი დოლარი არის მოპარული, ეს უნდა ვიმეოროთ ყოველ დღე.
მანამდეც, მე ვფიქრობ, ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თუ არ ვცდები, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილის დროს, ბატონი იაკობაშივლი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში, აი როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, თქვენ გახსოვთ ლობისტური კომპანია, მისმა დედამ და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი, მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, აი როგორც ახლა კითხვა დამისვა ამ ბატონმა, და სხვა ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს ჩვენ თურმე მოვწამლეთ სააკაშვილი და ეს არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე რომ ვლაპარაკობ ღიად, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით და მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, აი ეს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების ერთ-ერთი კითხვა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს შეეხებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე - საშუალება რომ გქონოდათ რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, დაახლოებით ივნისის ბოლომდე დასრულდება 12 პუნქტის შესრულება.

„ჩვენ დაახლოებით ივნისის ბოლომდე დავასრულებთ ყველა ამ პროცესს, მაგრამ რჩება მთავარი და მანამდე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას არავითარი მონაწილეობა, ამ დესტრუქციულ, გაკოტრებულ ოპოზიციას, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ამ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ჩვენ შევქმენით, არავითარი. რჩება ერთადერთი, ეს არის პოლარიზაციის დასრულება, რომელზეც მე მაქვს ჩემი პოზიცია და რომელიც საჯაროდ ვთქვი, მათ შორის, ამ საერთაშორისო პლატფორმებზე. მე ვთქვი, რომ თუ, რეალურად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს ნამდვილს მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ, მისი განახევრება და მინიმუმზე დაყვანა, შემცირება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი აეროპორტის პროექტზე, რომელიც გუშინ, მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

„გუშინ მე დავაანონსე კიდევ ერთი ძალიან მსხვილი პროექტი, ესაა ახალი აეროპორტის მშენებლობა, ეს იქნება რამდენიმე ასეულ მილიონიანი პროექტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას ავუშენოთ ახალი საერთაშორისო კლასის, დონის აეროპორტი, ვინაიდან არსებული აეროპორტი ვერ უძლებს კრიტიკას და ზოგადად იმ გამოწვევებს და ამბიციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ჰაბი, მათ შორის საავიაციო ჰაბი, აუცილებელია, თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა, თავისი ტერმინალებით, კარგო ტერმინალებით ადა ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება.

„საერთოდ, მე მინდა უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ თემაზე, რომ კითხვა დაუსვით აი ამ ადამიანებს, რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე? რატომ დააგვიანეს? რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები იგივე ასოცირების შეთანხმების თაობაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, 3 წელი დააგვიანეს. დაიწყო მანამდე მოლდოვამ, უკრაინამ და ყველამ, 3 წელი. 3 წელი კი არა 3 დღე რომ დაგვეგვიანებინა ჩვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ?! ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი. ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამას არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს“, - განაცხადა პრემიერმა.


ღარიბაშვილის თქმით, მას არ სურს არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე გააკეთოს კომენტარი.

„არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილი ახსენეს და სხვები, გავაკეთო კომენტარი. ეს ადამიანები უბრალოდ არიან ჩვეულებრივი, მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას, აი შეხედეთ უბრალოდ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბროთ?! არაფერზე. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე. აი ეს არის სახე, მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი.

„ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვსკას ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული, კახოვსკას ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად დღემდე 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარია ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე - ადამიანების სიცოცხლე, 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება. ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს.. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მაგალითად რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული?... მე მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით რატომ: თქვენ დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება უფრო უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება.

„მთავარი თემა - მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და ჩვენი კონტინენტი მთლიანად შეიძლება დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჩვენი ეს დესტრუქციული არარაოებები მოგვიწოდებენ რაღაც პროვოკაციული ქმედებების ჩადენისკენ, ეს არის იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები, ქმედებები, რამაც შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. როცა ქვეყანა, მით უმეტეს, 20% არის ოკუპირებული და აქ რუსული ჯარი გვიდგას, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება, ზრდა, ეკონომიკის განვითარება. ძალიან ბევრი პროვოკაციული ქმედებაა - მაგალითად გეტყვით, ოპოზიცია მოითხოვდა როცა ომი ახალი დაწყებული იყო უკრაინაში, რომ ჩვენ მიგვეღო უკრაინიდან თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მოახდენდნენ მებრძოლების, მეომრების წაყვანას და ნებართვა ამაზე უნდა გაეცა მთავრობას, ანუ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო გამოდიოდა უკვე ჩართული ამ კონფლიქტში, თქვენ გესმით ამის მნიშვნელობა?! და მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც. ეს ერთ-ერთი მაგალითი და სხვა უამრავი მაგალითები არსებობს ამის,“- განაცხადა პრემიერმა.

ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 ივნისს დაკავებულებზე შესაძლოა მათი მონიტორინგი განხორციელდეს და ისინი ამბობენ, რომ ამ დაკავებულების საქმეს შეისწავლიან.


„ესეც სახეა ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ.
როგორ არ მაინტერესებს ეხლა ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ, ეს არის მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ბოლოს მინდა ერთ საკითზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მან თქვა, რომ ეს ომი, ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეხლა მე მინდა კითხვა დავუსვა აი ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომელიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვამბობთ. რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე და ცოტა უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად  განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი ინტერპრეტირება, დამახინჯება და არასწორი განცდების შექმნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს. მისივე განცხადებით, ამ რთულ სიტუაციაში ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე. 

„ეხლა მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას, ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას? კითხვა სად რჩება, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ იგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქედან რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მე ვერაფრით ვხსნი უბრალოდ ამ სიტუაციაში, რთულ, გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე, ექსპერტი იქნება თუ ყოფილი მთავრობის წევრი, ნებისმიერი ქვეყნის, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ამ თემის არასწორი ინტერპრეტირებით და დამახინჯებით და არასწორი განცდების შექმნით. ეს ემსახურება ერთ მიზეზს და მე ეს არაერთხელ მითქვამს, უბრალოდ მინდა თქვენთვის გავაკეთო კომენტარი. მე ღია საუბარი მქონია მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობასთან, მოქმედთანაც და წინასთანაც, წინა პრემიერ-მინისტრობის დროს. მათთან მქონდა პირდაპირი საუბარი, არ მინდა რომ ამ საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო და დღესაც ბუნდოვანია საერთოდ, მე ვეუბნები რომ დღეს ქვეყანას ჯარი ყავს სრულად თავსებადი ნატოსთან. ჩვენ ამდენი ვიომეთ, ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანა მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი.

ამაზე თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ქონდა არავითარი რეაქცია. ამაში ჩანს, როგორ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ამ სიტუაციაში და თქვენ ბოლო მინდა შეგახსენოთ, რომ მემგონი გუშინ, თუ გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რეალური დაპირება არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს, რომ დაესწროს ვილნიუსის სამიტზე. ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. ამაზე უნდა გააკეთოთ თქვენ ეს სიუჟეტები და არა ყალბ მოგონილ ამბებზე. აი ეს იქნება ჩემი რჩევა.

ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ მშვიდობა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრების ,თუ გარე მტრების სურვილებისა,“- განაცხადა პრემიერმა.