"მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. კითხვა ჩინეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა.

„ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,“- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით, აწმყოზე და მომავალზე საუბარი მისთვის უფრო საინტერესოა.

„მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე, უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ.

ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის, ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში, კერძო კლინიკაშია, უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო ორი წლის განმავლობაში და აბრალებს საქართველოს მთავრობას, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე წაიღეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებების სასამართლოში. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს მისი ჯანმრთელობის, პირობების ზრუნვით და ევროპული სტანდარტებით აკეთებს ამას ყველაფერსო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს იმისა, რომ სააკაშვილი გარდაიცვალოს კლინიკაში.

„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით, იმას გავიმეორებ - ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის უფლებებს, ყველა პატიმრის უფლებებს“, - განაცხადა პრემიერმა.