რუსი ფეხბურთელები ბუცების გარეშე დარჩნენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა არაერთმა დიდმა კომპანიამ დატოვა. მათ შორის „ნაიკი“ და „ადიდასიც“ არიან, სპორტული პროდუქციის მწარმოებელი გიგანტები, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე ყველა მაღაზია დახურეს. პარალელურად, ორივე კომპანიამ, რუს ფეხბურთელებთან ინდივიდუალური კონტრაქტი გააუქმა და შესაბამისად, მათ აღარც ამუნიციას აწვდის. ჰოდა, რუსი ფეხბურთელები ჩივიან, რომ ქვეყანაში ბუცების დეფიციტია და მათ შესაძლებლობა არ აქვთ, პროფესიული ბუცები შეიძინონ.

მეტიც, რუსი ფეხბურთელები საწირო ნივთების გამოწერას ვერც ინტერნეტით ახერხებენ, რადგან ეს მიმართულებაც დაბლოკილია. იყო შესაძლებლობა, რომ ბუცები ფეხბურთელებს თურქეთში ეყიდათ და სპეციალურად ამისთვის წავიდნენ კიდეც, თუმცა აღმოჩნდა, რომ თურქეთში მხოლოდ ნახევრად პროფესიონალური ბუცები იყიდება და არა ისეთები, რომელიც დიდი ფეხბურთისსათამაშოდ არის საჭირო.

„თუ ასე გაგრძელდება, მოედანზე უბრალოდ ვეღარ გავალთ, რადგან ბუცები მალე ცვდება, ისინი მუდმივად უნდა განაახლო, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. გვსურდა გერმანიაში წასვლა, რათა საჭირო პროდუქცია იქ შეგვეძინა, მაგრამ საელჩოში ვიზაზე უარი გვითხრეს და აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ“,-განაცხადა ერთ-ერთმა რუსმაფეხბურთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა მხოლოდ იმიტომ არ ისურვა,რომ ეშინია, ამ განცხადების გამიო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცენ.