ცოცხალი ლეგენდა პარიზშიც პირველია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

31 წლის ლაშა შავდათუაშვილი ყველა დროის საუკეთესო ქართველი ძიუდოისტია. ის ერთადერთია, რომელსაც ყულაბაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედალთან ერთად, ოლიმპიური ოქროც აქვს. ასაკის მიუხედავად, ლაშა ყველა ტურნირზე თავის წონაში მთავარ ფავორიტად ჩადის და თავდაუზოგავი შრომით, შედეგს აღწევს კიდეც.

გასულ კვირას, პარიზში გამართულ გრანდ-სლემზე (ეს ტურნირი პრესტიჟულობით ევროპის ჩემპიონატს ა რაფრით ჩამოუვარდება) ლაშა ფავორიტი იყო. ის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და რაღა თქმა უნდა, ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ფინალამდე ქართველი ძიუდოისტი ადვილად მივიდა, იქ კი ბრაზილიელ დანიელ კარნინს შეხვდა. კარნინი შავდათუაშვილისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლება, ქართველი მას ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა, თუმცა, ამჯერად საუცხოოდ იჭიდავა და იპონით სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

 მსოფლიოში წონის ლიდერისა და უპირველესი ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა ტატო გრიგალაშვილმა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დამაჯერებლად იჭიდავა, გზად იაპონელი მეტოქე ჩამოიცილა, ნახევარფინალში არაბეთის სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალშვილს მოუგო, ფინალში კი გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა. ტატოს ძიუდოს ამომავალ ვარსკვლავს ეძახიან და ამბობენ, რომ უახლოეს წლებში, -81 კილოგრამში, მისი მომრევი სავარაუდოდ არ გამოჩნდება. ჭიდაობის განსხვავებული სტილისა და შეუპოვარი ხასიათის გამო, გრიგალაშვილს მეტოქეები წინააღდეგობას ვე უწევენ.

მედლის გარეშე არ დარჩა ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე. ლუკა -90 კილოში მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ცოტა რომ გამართლებოდა, ფინალამდე პარიზშიც მივიდოდა, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავა. მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი არ დათმო და კვარცხლბეკზე მაინც ავიდა.