ლოგიკური გადაწყვეტილება - ასანიძემ ტალახაძე დამალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, ტაილანდის ქალაქ პჰუკეტში, ძალოსანთა შორის, მსოფლიო თასი გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ძალოსანი, ლაშა ტალახაძეც იმყოფებოდა, რომელმაც მხოლოდ წარდგენის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა, ფიცარნაგზე კი არ გასულა და ტურნირში მონაწილეობა არ მიუღოა. ასეთი გადაწყვეტილება ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ მიიღო, რომელმაც აღნიშნა, რომ ოლიმპიადამდე მხოლოდ ოთხი თვეა დარჩენილი და გართულებების თავიდან ასაცილებლად, ლაშამ აუცილებელი მინიმუმი შეასრულა - წარდგენის ცერემონიალს დაესწრო და მერე, უბრალოდ, კონკურენტების გამოსვლას უყურა.

ვაღიაროთ, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებულია. გარდა იმისა, რომ ამით ტრავმის მიღების შესაძლებლობა გამოირიცხა, არ არის აუცილებელი, კონკურენტებმა იცოდნენ, რა წონებთან ჭიდაობდა ტალახაძე და რა მდგომარეობაშია ახლა. თანაც, აღნიშნული მსოფლიო თასის გამარჯვებული სომეხი ძალოსანი, ვარაზდატ ლალაიანი გახდა, რომელმააც ჯამში 463 კილორგამი (ატაცი 210 კგ., აკვრა - 253 კგ.) მოაგროვა და ეს მააშინ, როცა მოქმედი რეკორდი, რომელიც ტალახაძეს ეკუთვნის, 492 კილოგრამია (ატაცი - 225 კგ., აკვრა - 267 კგ.). ძალიან, ძალიან სერიოზული ეჭვი გვაქვს, ლაშა პარიზის ოლიმპიადაზე, ნახევარ ტონას შეუტევს და საშვილიშვილო რეკორდს დაამყარებს, ისეთს, რომელთან ახლოს მისვლაც კი ნებისმიერს გაუჭირდება.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე