კვარაცხელიამ ისევ გაისროლა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ ტურში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის შემდეგ, „ნაპოლის“ თავკაცმა ფრანჩესკო კალცონამ განაცხადა,რომ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და მისი შეჩერება ძალიან ძნელი იქნებოდა. მწვრთნელის სიტყვები აშკარად მართლდება - „იუვენტუსთან“ პრინციპულ დაპირისპირებაში ქართველი შემტევი კვლავ მატჩის საუკეთესოდ აღიარეს და რაც მთავარია, გუნდის პირველი და ულამაზესი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

„ნაპოლელთა“ ბრილიანტი ისევ ბრწყინავს და თუ სასწაული არ მოხდება, მის შეჩერებას სეზონის ბოლომდე ვერავინ მოახერხებს. კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომლის გამოც სპორტის ამ სახეობის ყურება ღირს“,-წერს იტალიური მედია, ხოლო „იუვეს“ თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ დანანებით თქვა, კვარაცხელიას გოლში ეშმაკის ხელი ურევია, ეს ბურთი არანაირი ლოგიკით არ უნდა გასულიყოო.