ილია თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება – ეს თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

თუმცა, წარადგენს თუ არა თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს (ამისათვის UFC-ის ნებართვაა საჭირო), ჯერჯერობით, უცნობია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.