პიროტექნიკა და მისი მძიმე შედეგები - აუცილებლად წასაკითხი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დეკემბრის დაწყებასთან ერთად ბაზრობებსა თუ მაღაზიებში პიროტექნიკის გაყიდვაც იწყება, ყოველ ახალ წელს უამრავი პიროტექნიკა იხარჯება,ერთი შეხედვით ლამაზი სანახაობა ხშირად ათეულობით დაზიანებული სხეულის მიზეზია.
იმის მიუხედავად, რომ მცირეწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა კანონით იკრძალება. ბავშვებს საახალწლო ასაფეთქებლებზე წვდომა მაინც აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგებით სრულდება. პიროტექნიკა ადამიანებთან ერთად საფრთხეს უქმნის ცხოველებსაც. ამ ფონზე სპეციალისტები საახალწლო ასაფეთქებლების საერთოდ აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობენ, მოქალაქეებს კი მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. უხარისხო ასაფეთქებელი შეიძლება დამწვრობის მიზეზი გახდეს, უამრავი შემთხვევა გვაქვს, სადაც ადამიანები დამწვრობას იღებენ, კარგავენ სხეულის ნაწილებს, ცხოველებს უსკდებათ გულები და მოკელედ რომ ვთქვათ პიროტექნიკის გამოყენება ხშირ შემთხვევაში სავალალოდ სრულდება.


რისგან მზადდება ფეიერვერკები?
ფეიერვერკის ნათელი ფერები მეტალის ნაერთებისგან მიიღება, როგორიცაა ბარიუმი ან ალუმინი. ამ ნივთიერებებს უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებსა და ცხოველებზე.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს ოქსიდისტორებს, რომლებიც ცნობილია როგორც პერქლორატები. ამ ნივთიერების წყალში მოხვედრისას, მას შეუძლია მდინარეების, ტბებისა და სასმელი წყლის დაბინძურება.


პიროტექნიკა და გარემო
პიროტექნიკის გამოყენება დიდი ზიანის მომტანია გარემოსთვის, მისი გამოყენება უმოკლეს დროში იწვევს ჰაერის დაბინძურებას , ტოვებს ლითონის ნაწილაკებს, სახიფათო ტოქსინებს, მავნე ქიმიკატებს და კვამლს, რომელიც ჰაერში შეიძლება საათობით და რამდენიმე დღითაც კი დარჩეს. როდესაც ფეიერვერკი ჰაერში აფეთქდება, მას სცვივა პლასტმასას, მუყაოს და სხვა ნაწილაკები, რომლებიც ხვდება ნიადაგში და არ ექვემდებარება გადამუშავებას. ეს ნარჩენები გარემოში იფანტება და ზემოქმედებს მასზე.


პიროტექნიკა სახიფათოა ცხოველებისთვისაც
ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც პიროტექნიკა უნდა აიკრძალოს არიან ცხოველები, რომლებიც იხოცებიან ასაფეთქებლის ხმაზე, შინაური ცხოველებისთვის ალბათ შეგიმჩნევიათ როგორ რეაგირებენ ასაფეთქებლის ხმაზე, თუმცა წარმოიდგინეთ გარეთ მყოფი მიუსაფარი ცხოველები თუ ფრინველები როგორ რეაგირებენ პიროტექნიკაზე.
როგორც ირკვევა, ხმაურისა და მკვეთრი განათებებისგან შეწუხებული ცხოველები ხშირად იწყებენ ახალი თავშესაფრის მოძიებას, ზოგიერთ პატარა ცხოველს კი შიშისგან შეიძლება გული გაუსკდეს. არსებობს არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანებმა საახალწლო ფეიერვერკების შემდეგ იპოვეს მკვდარი ჩიტები. ვეტერინარები იმასაც ამბობენ, რომ არა მხოლოდ შიშია მთავარი მიზეზი, არამედ ის მავნე კვამლიც, რომელიც შეიძლება მომწამლავი აღმოჩნდეს ცხოველისთვის.
ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთადამცველები სტატისტიკას აქვეყნებენ, თუ რამდენი ცხოველი და ფრინველი დაიღუპა პიროტექნიკის შედეგად. მაჩვენებელი საკმაოდ სავალალოა ხოლმე და მაშინ, როცა არსებობს გზები, რომ მოვუფრთხილდეთ გარემოსა და ცხოველებს, რატომ უნდა ჩავაყენოთ ისინი საფრთხეში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტს პიროტექნიკის გამოყენების შესახებ კანონის მიღებას სთხოვენ. უკვე 15 ათასი ადამიანი აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები მოითხოვენ, ასაფეთქებლების მოხმარება - რეალიზაციაზე მკაცრი რეგულაციები დაწესდეს.
პარტია "ხალხისთვის" გამოდის ინიციატივით, რომ პიროტექტინა მხოლოდ სპეციალურრ ადგილებში და გამკაცრებული რეგულაციებით მათ შორის პირადობის მოწმობებით გაიყიდოს, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა უხარისხო პროდუქციის გამო არასრულწწოვნები კლინიკებში დამწვრობებით ხვდებიან. ასაფეთქებლების უკონტროლო გამოყენება ადამიანების და ცხოველებს გარდა ზიანს აყენებს გარემოსაც.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე