ნარკოტიკული ნივთიერებების შემოწმების გზები - სად და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს რეაგენტ ტესტების მიღება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ნორკოტიკული ნივთიერებების  1398 ნიმუში გაიტესტა. დრაგ ჩექინგისათვის ყველაზე სასურველ ადგილად საკლუბო სივრცეები აღიქმება და უმეტესად 26-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები მიმართავენ აღნიშნულ სერვისს.  რეაგენტ ტესტერები და ფენტანილის ჩხირი გაიცემა სპეციალური ვენდინგ მანქანის საშუალებით, რომელიც თბილისში 10 ლოკაციაზე დგას. რეაგენტ ტესტით ნივთიერების შემოწმება წარმოადგენს ზოგადად ნივთიერების ტესტირების ერთ-ერთ ფორმას, რომელიც გულისხმობს რეაგენტ ნივთიერებით (მჟავით) კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების ამოცნობას.

აპარატით სარგებლობისთვის პირს სპეციალური ბარათი სჭირდება. ბარათის მისაღებად კი „ალტერნატივა ჯორჯიას“ უნდა მიმართოთ. ასევე, მსგავს სერვისებს კურირებს სათემო ორგანიზაცია „მანდალა“, რომელიც ზრუნავს ნარკოტიკული ზიანის შემცირებაზე. ზაფხულში, აივ, ცე ჰეპატიტისა და ზედოზირების პრევენციის მასალების გამცემ აპარატს დაემატა ორი ახალი პროდუქტი: ნივთიერებებში ფენტანილის აღმოსაჩენი ჩხირი და Marquis, Liebermann, Mecke რეაგენტები. აღნიშნული ორგანიზაციების მომსახურება სრულიად კონფიდენციალურია.

სხვადასხვა ნივთიერების მიღებამდე მათი დატესტვა უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი, ასევე სხვების სიცოცხლისთვისაც, თუმცა ამისთვის არსებული მეთოდები ერთმანეთისგან სიღრმისეულად განსხვავდებიან. „ვერსია“, სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციზე დაყრდნობით გიზიარებთ ნარკოტიკული ნივთიერებების დატესტვის სხვადასხვა გზებს და თითოეული მათგანის ძლიერ და სუსტ მხარეებს:

იდეალურ შემთხვევაში, დრაგების ტესტირებას უნდა ტარდებოდეს დახვეწილი მეთოდოლოგიით და კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ, რომელსაც ზუსტი და სწრაფი შედეგების მიღება შეეძლება სუბსტანციის შემადგენლობისა და სისუფთავის შესახებ.

რეაგენტ ტესტერები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც ფერს იცვლიან გარკვეულ დრაგთან კონტაქტისას: მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არის თუ არა რაღაც დრაგი დატესტილ ნიმუშში, თუმცა ისინი ვერ ამოწმებენ სუბსტანციის ხარისხს და სისუფთავეს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი რეაგენტებია:

-მარკესი - 2C-x, DMT, MDMA, ამფეტამინის, მეტამფეტამინის, მეფედრონის და ოპიოიდების დასატესტად

-მორისი - კეტამინის და კოკაინის დასატესტად

-მეკი - 2Cx, კოკაინის, DMT, MDMA,  ამფეტამინის, მეტამფეტამინის და ოპიოიდების დასატესტად

-ჰოფმანი და ერლიხი -  DMT და LSD დასატესტად

ეს მეთოდი დრაგ ტესტირების ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გზაა, რომელიც საჭიროებს მომზადებულ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ტესტირების სრულყოფილად ჩატარება, შედეგების აღქმა და ინფორმაციის სწორი დამუშავება.

- ქრომატოგრაფი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისგან განვაცალკეოთ სხვადასხვა ნივთიერებები ნიმუშში. ზიანის შემცირების სფეროში ძირითადად გამოიყენება თხელი ფენის ქრომატოგრაფია (TLC) და მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (HPLC).

TLC ითვლება ეკონომიურ, მარტივად გამოყენებად, ეფექტურ და ზუსტ მეთოდად. თუმცა მისი მთავარი სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ TLC-ს არ შეუძლია განსაზღვროს რა რაოდენობით სუბსტანციაა ნიმუშში ან საჭიროებს დამატებითი მეთოდების (რეაგენტ ტესტირება) გამოყენებას, რათა აღმოაჩინოს ერთმანეთში არეული სუბსტანციები. TLC ასევე არაა რეკომენდირებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დასატესტად.

ამ მეთოდის გამოყენება საჭიროებს კვალიფიცირებულ პერსონალს, ქიმიკოსს ან ფარმაკოლოგს, და მომზადებულ ოპერატორებს. ქრომატოგრაფის გამოყენება შეიძლება როგორც ლაბორატორიასა და ოფისში, ასევე ღონისძიებებზეც, თუმცა ის საჭიროებს კარგ ვენტილაციას 25°C-ზე ნაკლები ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მაცივარს რეაგენტების შესანახად და სწორ ზედაპირს ტესტირების ეფექტურად ჩასატარებლად.

- სპექტროსკოპია იყენებს ელექტრომაგნიტურ რადიაციას დატესტილი ნიმუშის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. სპექტროსკოპიის მრავალ ფორმას შორის, ზიანის შემცირების სფეროში ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგ სამს:

 FTIR სპექრტოსკოპიის შემთხვევაში, ნიმუშზე ანათებენ სინათლის ფერებს და შემდეგ ზომავენ, თუ ფერების რა ნაწილი და რაოდენობა აითვისა დატესტილმა სუბსტანციამ. ამ გზის გამოყენებით, თითოეულ მოლეკულას საკუთარი პროფილი ექმნება, რაც მარტივს ხდის მათ ამოცნობას მომავალ ტესტირებებში. FTIR სპექტროსკოპი მარტივად გამოსაყენებელი, პორტატული, სწრაფი და საშუალო ღირებულებისაა (€18,000), თუმცა მას არ შეუძლია დატესტილი სუბსტანციის სიწმინდის და მცირე რაოდენობის მინარევების აღმოჩენა, და საჭიროებს კვალიფიციურ და გადამზადებულ ოპერატორებს. ამის გამო, FTIR სპექრტოსკოპიას ხანდახან იყენებენ რეაგენტ ტესტერებთან და თხელი ფენის ქრომატოგრაფიასთან (TLC) ერთად.

 UV სპექტროსკოპია ზომავს სინათლის ინტენსიურობას დასატესტი ნიმუშის გავლის შემდეგ, ადარებს ამ მონაცემს სინათლის ინტენსიურობას ტესტირებამდე, და ამ ორი მონაცემის შედარებით ქმნის გარკვეული სუბსტანციისთვის დამახასიათებენ პროფილს. ეს მეთოდი ასევე მარტივად გამოსაყენებელი, პორტატული, სწრაფი და საშუალო ღირებულებისაა (€3,000-15,000) და არ საჭიროებს გადამზადებულ ოპერატორებს. თუმცა UV სპექტროსკოპია ტესტირების მთავარ და ერთადერთ მეთოდად ხშირად არ გამოიყენება - ამის ნაცვლად მას ხშირად თხელი ფენის ქრომატოგრაფიის (TLC) შედეგების დასაზუსტებლად იყენებენ.

- რამან-სპექტროსკოპია დასატესტ ნიმუშს ანათებს ლაზერს და განსაზღვრავს მისგან გაფანტულ სინათლეს. ეს მეთოდი არ საჭიროებს ბევრ მომზადებას, ტესტირება არ ანადგურებს ნიმუშს და აძლევს ოპერატორს საშუალებას, რომ არანაირი პირდაპირი შეხება არ ჰქონდეს დასატესტ სუბსტანციასთან. რამან-სპექტროსკოპია სწრაფი, მარტივად ჩასატარებელი და პორტატულია, თუმცა მას უჭირს 10%-ზე დაბალი კონცენტრაციის ნივთიერებების აღქმა და მინარევების ერთმანეთისგან განსხვავება.

4- მასის სპექტროსკოპია (MS) დრაგების ტესტირებისთვის არსებული ყველაზე დეტალური მეთოდი, რომელსაც შეუძლია ნიმუშში არსებული სხვადასხვა ნივთიერების ერთმანეთისგან განცალკევება მათი მასის მიხედვით. ამის მისაღწევად შეიძლება გამოიყენებოდეს აიროვანი ქრომატოგრაფია (GC), სითხური ქრომატოგრაფია (LC) ან  კაპილარული ელეტროფორეზი (CE). ეს მეთოდი ოქროს სტანდარტად ითვლება, ვინაიდან ის ზუსტია, საჭიროებს მინიმალური რაოდენომის ნიმუშს და შეუძლია ამოიცნოს ნებისმიერი სუბსტანცია ქრომატოგრაფიულ მეთოდთან კომბინაციის შემთხვევაში. ამ მეთოდის მთავარი უარყოფითი მხარეებია მისი არაპორტატულობა, ფასი (საშუალოდ €50,000–120,000) და მისი ოპერირებისთვის საჭირო ძვირი მასალები, რომელთაგან ზოგი მომწამლავია.