ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.

"19 800 კვ.მ.-ზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი. მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი. ასევე, დასრულდა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, დასრულდა დახაზვის სამუშაოებიც. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.