რა გაკეთდა თბილისში 2023 წელს - მერიის მნიშვნელოვანი პროექტები

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

?წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჯამში რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; დამატებით მოეწყო 22 ახალი ქუჩა, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 26 ქუჩაზე.
?26 მილიონი ლარი იქნა მიმართული 58 ავარიული შენობა-ნაგებობის გასამაგრებლად.
?40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს.
ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა; თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები.
?ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა.
?ჯანდაცვის პროგრამებში ჯამურად 81 740 000 ლარი დაიხარჯა. რაიონული გამგეობებისგან დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერადი ფინანსური დახმარების თაობაზე, 33 000 ბენეფიციარმა მიიღო მედიკამენტების დაფინანსება.
?სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა.
?გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა „ისწავლე, დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2500-მდე მოქალაქე.
?„კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისათვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი;
?აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
?დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია ,,რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა.
?წინა წელს დავიწყეთ უპრეცედენტო პროგრამა უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემა სარგებლობის უფლებით. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შევისყიდეთ 94 ბინა.
?2023 წელს თბილისის მერიამ დაიწყო 8 ახალი სამშენებლო პროექტი (გამოცხადდა 8 ინტერესთა გამოხატვა) კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით.
ასევე, 2023 წელს დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული დაახლოებით 620 პირი. ჯამში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული დაახლოებით 2350 პირი.
?დასრულდა გუდიაშვილის მოედნის სრული რაბილიტაცია და 100-მდე ოჯახს დაუბრუნდა სრულიად რაბილიტირებული სახლები.
მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორიცაა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. # 6 და სხვა.
?ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში უკვე ორ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობები. გარდა ამისა, დასრულებულია მესამე მისამართზე სახელმწიფო შესყიდვა, რომლის საფუძველზე უახლოეს მომავალში დაიწყება სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები.
?შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე სრულად შემოვა ქალაქში.