აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტი შემოიტანის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფორმულას ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ზუგდიდის პოლიციასთან ერთად სოფელ ნოჯიხევში ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა. 

არსებული ცნობით, დაკავებულებმა დაახლოებით 35 შეკვრა კონტრაბანდული სიგარეტი ჯერ ზღვით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყულევში, შემდეგ კი სოფელ თორსაში შეიტანეს.    

როგორც ცნობილია, დაკავებულები ამ დროისთვის თბილისში არიან გადაყვანილები, მათგან ორი მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიცაა ნასამართლევი.