ექსკლუზივი: გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი „ვერსიასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„ვერსია“ გოგი წულაიას ადვოკატს, ვალერი გელბახიანს, ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ წულაიას ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია:

 „ჩვეულებრივი დაკავება მგონია, რასაც საპატრულო გამოძახებისას აქვს ხოლმე ადგილი. შევხვდი დაკავებულს დროებით დაკავებულთა იზოლატორში, აბსოლუტურად უარყოფს ყყველანაირი სახის ძალადობას. იყო მარტო სიტყვიერი კამათი და განაწყენებულმა მეორე მხარემ დარეკა პატრულში და დააკავეს. 

დანარჩენზე მას (იგულისხმება გოგი წულაია.რედ) არ აქვს ინფორმაცია. შეიძლება ფიქრობს ან ვარაუდობს, ხომ არ არის მოწყობილი, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს. გვგონია, რომ ჩვეულებრივი საპატრულო გამოძახების შედეგად განხორციელებული დაკავებაა. ამ შემთხვევაში 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას და ალბათ, ამით დასრულდება და ამ ინფორმაციის შედეგად საგანგაშო დანაშაულზე საუბარი არ შეიძლება“. 

რაც შეეხება სავარაუდო დაზარალებულის მონათხრობს, რომ მას დალურჯებული აქვს სხეული ძალადობის შედეგად, გელბახიანი აცხადებს, რომ ამის დასადასტურებლად ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები:

„მიუხედავად ამ ქალბატონის პატივისცემისა, ყველაფერს თავისი მტკიცებულება სჭირდება“.