ევანგელისტა მძიმე სენს ებრძვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადელმა სუპერმოდელმა, ლინდა ევანგელისტამ ბოლო რამდენიმე წელიწადი ნებაყოფლობით შინაპატიმრობაში გაატარა - წარუმატებელმა პლასიკურმა ოპერაციამ არ დაინდო მისი ლამაზი სახე და მშვენიერი სხეული. თუმცა, ეს არ არის ყველაზე უარესი, რაც მოდელს დაემართა. ხუთი წლის წინ, მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ლინდას ორმხრივი მასტექტომიის წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.

გასულ ზაფხულს კი აღმოაჩინა, რომ სიმსივნე არ გამქრალა. მისი მკურნალი ექიმები არ მალავენ, რომ დაავადების დაბრუნების შანსი კვლავ მაღალი იქნება. „ერთი ფეხი სამარეში მიდგას“, - ამბობს ლეგენდარული მოდელი, - „ამიტომ ვხარობ ყოველი გათენებული დღით, ახლაც ცოცხალი რომ ვარ, ეს ბონუსია“.