უკრაინამ არაფერი იცის ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ - CNN-ი

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის ხელისუფლებისთვის არაფერია ცნობილი რუსეთთან კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო მისიაზე, რომელშიც ვატიკანი მონაწილეობს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა თანამდებობის პირმა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სახელით მსგავს დისკუსიებზე თანხმობა არ გაუცია. წყაროს თანახმად, თუ ასეთი მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცის.

30 აპრილს პაპმა ფრანცისკემ, რომელიც უნგრეთში ვიზიტის შემდეგ რომში ბრუნდებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში და მისი დეტალები ჯერჯერობით საჯარო არ არის.

ბუდაპეშტში ვიზიტისას რომის პაპი შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიდან ერთადერთია, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვთან კავშირი შეინარჩუნა.

27 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში უმასპინძლა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს. შეხვედრის შემდეგ შმიჰალმა ტელეგრამზე დაწერა, რომ რომის პაპს გადასცა ბუჩაში, ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამსახველი ფოტოალბომი და იმედი გამოთქვა, რომ ვატიკანი შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტის „მშვიდობის ფორმულას“, რომელიც ითვალისწინებს ტყვეების და დეპორტირებულების დაბრუნებას, სამართლიანობის აღდგენას და ომის დასრულების ფიქსაციას.