„ახლახან გავრცელდა რუსეთის ტყვეობიდან უკრაინელი მებრძოლების განთავისუფლების დამატებითი დაზუსტებული ინფორმაცია...“ - რას წერს გია ბარამიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ახლახან გავრცელდა რუსეთის ტყვეობიდან უკრაინელი მებრძოლების განთავისუფლების დამატებითი, (ძალიან სასიხარულო, უმაგრესი) დაზუსტებული ინფორმაცია, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა მოახსენა პრეზიდენტ ზელენსკის.
რაშისტების ტყვეობიდან საბოლოო ჯამში (ამ ეტაპზე) დაიხსნეს 215 მებრძოლი და მათ შორის არიან აზოვსტალის დამცველი ქვედანაყოფების 5 მეთაური, ისინი ვისაც მსოფლიო კარგად იცნობს, მათი ალყაშემორტყმული აზოვსტალიდან გაკეთებული მიმართვებიდან, რაც მათი უდიდესი გამძლეობის, ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადების საოცარ მაგალითად და ყველა პატრიოტისთვის სამუდამოდ სტიმულად დარჩება.
პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით, ერმაკმა და უკრაინის მთავრობის წევრებმა, (თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და საუდის არაბეთის მხარის დახმარებით) მე ვიტყოდი პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს. რუსების კლანჭებს გამოგლიჯეს უკრაინელი და კიდევ უცხოეთის ქვეყნების (ბრიტანელები, შვედი, მაროკოელი და ხორვატი) მებრძოლები, რომლებსაც სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ ბარბაროსი რაშისტები.
ეს გმირები გაცვალეს უკრაინის გამყიდველ პუტინის ნათელ მირონ, ნაგავ მედვედჩუკზე, რომელმაც, მისი დაკავების შემდეგ გამოძიების მიმდინარეობის დროს, უკვე უზარმაზარი (უკრაინისთვის საჭირო), ინფორმაცია დაფქვა.
მისი მთელი ქონება, მიუხედავად გაცვლისა, კონფისკაციას ექვემდებარება.
აზოვსტალისა და ზოგადად უკრაინის დამცველი სხვა, დანარჩენილი დატყვევებული მებრძოლების გამოხსნის ძალისხმევა გაგრძელდება, სანამ ყველას არ გაანთავისუფლებენ.
ბოლო პერიოდში უკრაინის მიერ წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად უამრავ ალაფთან ერთად, უკრაინის ჯარმა მრავალი რუსი სამხედრო (მათ შორის მაღალი რანგის) დაატყვევა, რაც უკრაინას გაუადვილებს დანარჩენი ყველა მებრძოლის ტყვეობიდან გამოხსნას.
უკრაინა და მთელი ცივილიზირებული სამყარო, ბარბაროს რაშიტებზე, აუცილებლად გაიმარჯვებს.
ბრავო ზელენსკი! #President Vladimer Zelenski ?❤️
დიდება საქართველოს!
Slava Ukrayni!??❤️??❤️??❤️??✌️