პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. პრემიერი კიდევ ერთხელ მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა ეთხოვა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში უმნიშვნელოვანესია. შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, აგრეთვე აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს გაეგზავნა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ერიკ ტოსატი ესწრებოდნენ.