საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის და ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ.

იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა.

ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში.

საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური.

გულითადად თქვენი,

ემანუელ მაკრონი".

 

ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ზალკალიანი ავრცელებს.

"აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი, მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა," - წერს ზალკალიანი.

 

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

"მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები შეძლებენ ერთად მჭიდროდ მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა, თუ გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები, რაც ჩვენს მომავალ თაობებს სამომავლოდ სარგებელს მოუტანს. ჩემს მეუღლეს და მე გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადმოგცეთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი უთბილესი სურვილები მომავალი წლისთვის", - აღნიშნულია წერილში.

 

"ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!" - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე წერს.

"ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! 

როდესაც მსოფლიო მოწმეა თქვენი მტკიცე ერთგულების დემოკრატიული ღირებულებებისადმი, თქვენი მცდელობები დემოკრატიის დასაცავად რეზონანს თქვენს საზღვრებს მიღმა ქმნის. 

მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ," - წერს სანდუ. 

 

"საქართველოს ვუსურვებ ნათელ და აყვავებულ მომავალს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე," - ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა, X-ზე დაწერა და პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

"გილოცავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყველა ადამიანს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის გახსენებისას, საქართველოს ვუსურვებ ნათელ და აყვავებულ მომავალს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე. Gilotsav Sakartvelo!" - წერს იოჰანესონი და სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო!" - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. 

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო! ესტონეთი აღნიშნავს და დგას ქართველ ხალხთან ერთად!" - წერია განცხადებაში. 

 

"საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპის დამოუკიდებელ არჩევანს", - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ვულოცავ მთელ საქართველოს, ისინი აღნიშნავენ დამოუკიდებლობას, 1918 წლის 26 მაისს მიღებულ პლურალისტურ დემოკრატიას. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპის დამოუკიდებელ არჩევანს. ევროკავშირი არის მშვიდობა, თავისუფლება და ამას ერთობლივად ველოდებით. არანაკლებს ვუსურვებ საქართველოს."- წერს გასრი.

 

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! აშშ დგას ქართველ ხალხთან ერთად", - შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! როდესაც ქართველები 1918 და 1991 წლებში დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობენ, თქვენ კვლავ გიწევთ თავისუფლებისთვის ბრძოლა თქვენი იმპერიული ჩრდილოელი მეზობლების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას. საქართველოს გაუმარჯოს!, - წერს ჰელსინკის კომისია.