პირველი მოგება ორ სტადიონზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა, ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ჩვენმა გოგონებმა ეს მხოლოდ მეხუთე ტურში მოახერხეს და ლუქსემბურგს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, თუმცა, მეორე ნახევარში, ქართველებმა ლამის შეუძლებელი შეძლეს და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრაც საბოლოოდ ჩვენს სასარგებლოდ, 4:2 დასრულდა, თუმცა...

მატჩი ვაკეში მდებარე „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის მიწურულს, კონკრეტულად კი, 43-ე წუთზე, შუქი გამოირთო. შეხვედრის პირდაპირ რეოპრტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა ეთერში, მაგრამ მეორე ტაიმის რეპორტაჟი ვეღარ შედგა. რატომ? მიზეზი ცოტა არ იყოს, სასაცილოა - დაზიანების გაკეთება ვერ მოხერხდა და ნაკრებებმა შეხვედრა სათადარიგო სტადიონზე გააგრძელე,ს რომლის განათებაც, საბედნიეროდ მწყობრში იყო. ჰოდა, სათადარიგო სტადიონზე ტელევიზიის აპარატურის გადატანა ვერ მოხერხდა და რეპორტაჟი ამიტომ არ შედგა. ისე, სტუმრებს შეეძლოთ უარი ეთქვათ სათადარიგო სტადიონზე ასპარეზობაზე, მაგრამ იმ მომენტისთვის ისინი ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ და გამარჯვებაშ დარწმუნებული იყვნენ. შეხვედრის გადადების შემთხვევაშ, მეორე ტაიმის ჩათამაშება მოუწევდათ და ამიტომ დათანხმდნეენ. ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „მიხეილ მესხზე“ შუქი ითიშება და თუ გახსოვთ, ამ მიზეზით, წლების წინ, საქართველო-რუსეთის უპრინციპულესი დაპირისპირება ჩაიშალა.