საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ბათუმის „დინამომ“ უახლოეს მდევარს რვა ქულით გაასწრო და ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. ზღვისპირელები საქართველოს ჩემპიონები მეორედ გახდნენ და გაისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ღირსებას დაიცავენ. იმედი გვაქვს, ახლა მაინც, აჭარლები მოახერხებენ და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თუ არა, კონფერენს-ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოახერხებენ გასვლას, თორემ საქართველოს ჩემპიონატიცა და ჩემპიონობაც, უკვე აზრს კარგავს.
გასულ სეზონში, ევროთასებზე, საქართველოდან იმავე ბათუმის „დინამომ“, გორის „დილამ“, ქუთაისის „ტორპედომ“ და თბილისის „დინამომ“ ითამაშეს. მართალია, ქართული კლუბები წარუმატებლად გამოვიდნენ, მაგრამ რამდენიმე ათეული ათასი ევრო უეფასგან მაინც ერგებოდათ. წესი ასეთია - უეფა ფულს ფედერაციას ურიცხავს, ფედერაცია კი - კლუბებს. ჰოდა, ახლა ირკვევა, რომ ქართულ კლუბებს ევროთასებზე გამომუშავებული თანხები არ მიუღიათ, თუმცა უეფას გადმორიცხული აქვს. რატომ? მიზეზი „მარტივია“ - ფედერაციას ფული თავად დასჭირდა, დახარჯა და კლუბებს დაპირდა, თქვენს მისაღებს დეკემბერში მიიღებთო. ერთი შეხედვით, აბსურდის თეატრია, მაგრამ ფედერაციის მესვეურები ამბობენ, წლების განმავლობაში, კლუბებს ჩვენი დავალიანება აქვთ, ხმას არ ვიღებთ და ახლა რამდენიმე თვე მათაც მოითმინონო...
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
ფედერაციამ კლუბებს ფული მოპარა?! - ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი