სიმონე ბრალია ვეტერანი იტალიელი მეკარეა, რომელმაც კარიერის საუკეთესოწლები „ჯენოასა“ და „პერუჯაში“ გაატარა, ახლა კი საფეხბურთო აგენტი გახლავთ. ჰოდა, გასულ კვირას, სწორედ მან განაცხადა, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემოატეხილი აჟიოტაჟი, სჯობს, ჩაცხრეს, რადგან ქართველი ფეხბურთელი უკვეგაყიდულია და ის კარიერას პრემიერ-ლიგაში გააგრძელებსო. მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად, რომელ ინგლისურ კლუბში გადავა კვარა, მაგრამ ის, რომ ქართველისმიმართ ინგლისიდან ინტერესი იყო, ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია. ამ განცხადებისმიუხედავად, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, რომკვარაცხელია ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაშია და მის გაყიდვას არ აპირებს. დელაურენტისი ასე ვიქტორ ოსიმენზეც ამბობს, მაგრამ გასულ კვირას, ვიქტორიგერმანიაში ნახეს. მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია დაგერმანიაში ოსიმენის გამოჩენა შემთხვევითი არ უნდა იყოს.
ფეხბურთელების გარდა, გუნდიდან ლუჩანო სპალეტის წასვლაზეც სერიოზულადსაუბრობენ. მეტიც, დაბეჯითებით წერენ, რომ კლუბის პრეზიდენტს სპალეტისსავარაუდო შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და მოლაპარაკებას ორსპეციალისტთან აწარმოებს. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, დელაურენტისის მთავარი მთხოვნა ის გახლავთ, რომ გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასგარშემო უნდა აეწყოს და მთავარი ვარსკვლავიც ის უნდა იყოს, რადგან... პრაქტიკულად, გამორიცხულია, დე ლაურენტისმა ოსიმენის შენარჩუნება მოახერხოს.
კვარაცხელია უკვე გაყიდულია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი