საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაიწყო. პირდაპირ ვთქვათ, მოულოდნელობა ის იქნებოდა, ჩვენებს რომ არ წაეგოთ, რადგან ავსტრალიელები არა მარტო ამ კონკრეტული მატჩის, არამედ, მთლიანად ტურნირის ფავორიტები არიან. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა, საწყის ათ წუთში ორი ლელო დადეს და მიგვახვედრეს, რომ რამე მოულოდნელობასთან საქმე არ უნდა გვქონოდა.
ზოგადად, ქართველ მორაგბეებს ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ავსტრალიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ლევან მაისაშვილის გუნდი, მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, პორტუგალიასთან ჩაატარებს და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. პორტუგალია არაა ჩვენი კალიბრის ნაკრები და მათი დამარცხება გვმართებს.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი