გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აქცენტს კვარაცხელიას თავმდაბლობასა და მის სწრაფ წარმატებაზე აკეთებს და წერს, რომ დამახასიათებელია ის, თუ რამდენად მსუბუქად ატარებს ახალ სტატუსს და როგორ იოლად აიტანა მოლოდინების სიმძიმე.
"მადლობელი ვარ ყველა იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რომელსაც ადამიანები იჩენენ. ვიცი, რომ ეს შექებაა, მაგრამ ასევე მოტივაცია და შთაგონებაა. დიდი პასუხისმგებლობაა. მე ყველა თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია გავაკეთო ისე, როგორც დავპირდი," - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ვარსკვლავი ცხრა თვეში გახდა. მისი უკიდეგანო ნიჭის წყალობით, ყველაფერი შეიძლება მხოლოდ უკეთესობისკენ წავიდეს", - წერს NYTimes.
"მას შემდეგ რაც ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია", - ამბობს ფეხბურთელი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" თამაშებზე დასასწრებად ქართულმა კომპანიამ ჩარტერული ფრენები დაიწყო ნეაპოლის მიმართულებით და სტადიონის ერთ კუთხეს ქართველები ავსებენ.
გამოცემა წერს, რომ სერია ა-ს 21 თამაშში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 11 საგოლე მოქმედებაა.
თავი სიზმარში მგონია - კვარაცხელია NYTimes-ს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი