რონალდუს წინააღმდეგ, ანუ პორტუგალიამ შემადგენლობა დაასახელა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ< საქართველოს როვნული ნაკრები ,ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად არის. ყველაზე სახელიანი და საშიში მეტოქე პორტუგალიაა, რომლის უპირობო ლიდერი და ცოცხალი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ თავის ბოლო ევროპირველობას თამაშობს. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც გერმანიაში გაემგზავრება და ჟურნალისტებმა უკვე თქვეს, რომ საქართველო-პორტუგალიის შეხვედრაში, რომელიც  26 ივნისს, გელზენკირხენში გაიმართება, ყველაზე საინტერესო ორი შვიდიანის, ხვიჩა კვარაცხელიას და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება იქნება.

მეკარეები: დიოგო კოშტა („პორტუ“), ჟოზე სა („ვულვზი“, ინგლისი), რუი პატრისიუ („რომა“, იტალია);

მცველები: ანტონია სილვა („ბენფიკა“), დანილუ პერეირა, ნუნუ მენდეში (ორივე „პსჟ“, საფრანგეთი), დიოგო დალო („მანჩესტერი“, ინგლისი), გონსალო ინასიო („სპორტინგი“), ჟოაო კანსელო („ბარსელონა“, ესპანეთი), ნელსონ სემედუ („ვულვზი“, ინგლისი), პეპე („პორტუ“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი);

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“, ინგლისი) ჟოა ნევეში („ბენფიკა“), ჟოაო პილინია („ფულემი“, ინგლისი), ორავიო მონტეირი („ალ ნასრი“, საუდის არაბეთი), რუბენ ნევეში („ალ ჰილალი“, საუდის არაბეთი), ვიტინია („პსჟ“, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ („ალ ნასრი“, საუდის არაბეთი), დიოგო ჟოტა („ლივერპული“, ინგლისი), ფრანსისკო კონსეისაო (პორტუ“), გონსალო რამუში („პსჟ“, საფრანგეთი), ჟოაო ფელიქსი („ბარსელონა“, ესპანეთი), პედრო ნეტო („ვულვზი“, ინგლისი), რაფაელ ლეაო („მილანი“, იტალია).