დეშამმა ნაკრები დარაზმა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ძნელი მისახვედრია, რომ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტი, საფრანგეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედით, ფრანგებს რთული ჯგუფი აქვთ (ნიდერლანდები, პოლონეთი, ავსტრია), ისინი უპირობო ფავორიტები არიან და არათუ ჯგუფიდან გასვლა, არამედ, კონტინენტის პირველობის მოგება აქვთ მიზნად. ჰოდა, ბევრს აინტერესებდა, რა არჩევანს გააკეთებდა დიდიე დეშამი და ფრანგთა ოდინდელმა ლეგენდარულმა კაპიტანმა, ახლა კი მთავარმა მწვრთნელმა, იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებსაც კონტინენტის პირველობაზე წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ მიღებული ცვლილების თანახმად, 23-კაციანი განაცხადის ნაცვლად, მწვრთნელებს შეუძლიათ, 26-კაციანი განაცხადი გააკეთონ.

მეკარეები: ალფონს არეოლა („ვესტ ჰემი“, ინგლისი), ბრაის სამბა („ლანსი“), მაიკ მენიო („მილანი“, იტალია);

მცველები: ჟიულ კუნდე („ბარსელონა“, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი („ინტერი“, იტალია), იბრაჰიმა კონატე („ლივერპული“, ინგლისი), ვილიამ სალიბა („არსენალი“, ინგლისი), დაიო უპამეკანო („ბაიერნი“, გერმანია), ტეო ერნანდესი („მილანი“, იტალია), ბენჟამინ მენდი („რეალი“, ესპანეთი);

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე („ალ იტიჰადი“, საუდის არაბეთი), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, ესპანეთი), ორელიან ჩუამენი, ედუარდო კამავინგა (ორივე „რეალი“, ესპანეთი), უორენ ზაირ-ემერი („პსჟ“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, იტალია), იუსუფ ფოფანა („მონაკო“);

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა, რანდალ კოლო მუანი, კილიან მბაპე, უსმან დემბელე (ოთხივე „პსჟ“), მარკუს ტურამი („ინტერი“, იტალია), კინგსლი კომანი („ბაიერნი“, გერმანია), ოლივიე ჟირუ („მილანი“, იტალია).