მორაგბეებმა ყველაფერი მოიგეს, მაგრამ რა?!

რაგბი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში რუმინეთი დამაჯერებლად, 28:17 დაამარცხა და გარდა იმისა,რომ რაგბი-ევროპის გამარჯვებული გახდა, ჩვენსა და რუმინეთს შორის გასათამაშებელი ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც თბილისში დატოვა. ამ შესარჩევში ჩვენმა გუნდმა ოთხი შეხვედრა გამართა, ოთხივე მოიგო და უდანაკარგოდ დაასრულა ეს ყველაფერი, თუმცა...

სიმართლე გითხრათ, სათვალავი აგვერია, რამდენჯერ გვაქვს მოგებული რაგბი-ევროპა და რამდენჯერ კიდევ ანთიმოზ ივერიელის თასი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთ წრეზე ტრიალს, რადგან წინ პრაქტიკულად ვერ მივდივართ. გავალთ მოსფლიოს ჩემპიონატზე, შეგვხვდება ტოპ-ნაკრები და პატარა ბავშვებივით გვიგებენ. გამოსავალი ერთია - ექვსი ერის პირველობა როგორმე შვიდი ერის უნდა გახდეს, ან ქევს ერში ბოლოადგილოსანი გავარდეს და მომდევნო წელს იქ რაგბი-ევროპის გამარჯვებულმა ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, ექვსი ერიდან მუდმივად იტალია გავარდება და უდიდესი ალბათობით, მუდმივად ჩვენ ჩავენაცვლებით. სამაგიეროდ, იმ ერთი წლის განმავლობაშ, ინგლისს, უელსს, საფრანგეთს, შოტლანდიასა და ირლანდიას შევხვდებით და მერე ჩვენი დონეც აიწევს, მოტივაციაც და ქართველი მორაგბეებიც ბევრად უკეთეს კლუბებში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ჰოდა, სანამ ამ მიმართულებით რამე არ შეიცვლება, უკვე იმდენად მივეჩვიეთ რაგბი-ევროპის მოგებას, რომ ემოციაც ნაკლებად გვაქვს. მოვიგეთ კიდევ ერთი თასი, რომელიც მანამდეც ბევრჯერ მოგვიგია და არც მომავალში გაგვიჭირდება.