მამარდაშვილმა „ვალენსიას“ უკაპიტნა და ბოლო წუთზე პენალტი აიღო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული კვირა ჩვენი ლეგიონერებისთვის ძალიან კარგი გამოდგა. ნაკრების წევრთაუმრავლესობამ თავი გამოიჩინა - ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო, გიორგი მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა, ოთარ კიტეიშვილმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ზურიკო დავითაშვილმაც შეაგდო და ორშაბათს, ესპანური პრმიერადივიზიონის მორიგი ტურის ბოლო მატჩი ამ ყველაფრის გვირგვინი იყო.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ პამპლონაში „ოსასუნას“ ესტუმრა და მარტივად რომ ვთქვათ, 1:0 მოიგო, მაგრამ.... „ღამურები“ მოედანზე ქართველი მეკარის კაპიტნობით გავიდნენ. ჰო, ქართველი მეკარე, ესპანეთის პრიმერადივიზიონის გუნდის კაპიტანი გახლდათ, რაც თითქოს ზღაპარს ჰგავს, მაგრამ უფრო საინტერესო ის იყო, რომ მსაჯმა ბოლო წუთზე, სტუმართაკარში 11-მეტრიანი დანიშნა და... მამარდამ პენალტი მოიგერია, გუნდს სამი ქულა მოუტანა და ზედიზედ მესამე შეხვედრაა, გოლს არ უშვებს. ის, რომ გიორგი პრიმერაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.