მიქაუტაძის დუბლმა „მეცს“ ვერ უშველა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ კვლავ გასავარდნ ზონაშია. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, „მეცი“ კი, ბოლოდან მეორე ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 6 ქულა აშორებს, რაც ძალიან ბევრია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო.

გასულ ტურში, „მეცი“ „ბრესტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. სამი გოლიდან, ორი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა და ქართველი შემტევი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, მაგრამ ლასლო ბოლონის გუნდისთვის, ეს ვერაფერი ნუგეშია.

„როცა სამი გოლი გაგაქვს, უბრალოდ, არ უნდა დამარცხდე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და წავაგეთ. მიქაუტაძეზე რა უნდა ვთქვა, ორი გაიტანა, გატანის შანსი კიდევ ჰქონდა, მაგრამ ერთი ფეხბურთელი თამაშს უბრალოდ ვერ მოიგებს. დარჩენილ ტურებში მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს და უძლიერესთა შორის დარჩენა თუ გვინდა, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ. ეს ურთულესი იქნება, მაგრამ - არა შეუძლებელი“, - განაცხადა ბოლონიმ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე