მიქაუტაძემ გატანა დაიწყო, „მეცმა“ მოგება - ვერა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპულ საფეხბურთო მოედნებზე, გასულ უქმეებზე ორი გოლი გავიდა. „აიაქსიდან“ „მეცში“ დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ, ლამაზი გოლი გაიტანა და „ლიონთან“ შეხვედრაში გუნდი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ მათ ორი უპასუხო ბურთი მიიღეს და ზედიზედ ვერმოგებული შეხვედრების სერია, 14-მდე გაზარდეს. „მეცი“ უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან, ძალიან გაუჭირდება, რადგან ბევრი მცდელობის მიუხედავად, ისინი შეხვედრის მოგებას აგერ უკვე 14 მატჩია, ვერ ახერხებენ.

სამაგიეროდ, ბოლო ათ შეხვედრაში, მეშვიდე გოლი ჩაიწერა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველმა შემტევმა ამჯერად „კაიზერსლაუტერნის“ კარი დალაშქრა და მიმდინარე სეზონში სულ 8 გოლი მოუგროვდა, რაც ცოტა ნამდვილად არაა. მის „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში აღზევების შანსი ჯერაც არ დაუკარგავს და თუ მოგებებს გააგრძელებს, შანსი გვაქვს, მომავალი სეზონიდან, ბუდუმ უძლიერეს გერმანულ ლიგაში გააგოროს ბურთი.