დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ სქელში ავრცელებს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“, – წერს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. "უდოს" კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა მამა გიორგი მამალაძეს, რომელმაც გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. 

ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ქობულეთში რეანობიბილით გადაჰყავთ. 

მანამდე, დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ გვითხრა: "სავარაუდოდ უდოთია გათავისუფლებული, რადგანაც უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება შეტანილი..."შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.