ფლორენციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, 2023 წლის 4 დეკემბერს გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. ფლორენციაში.

გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება ორშაბათს, 4 დეკემბერს,14:00-iდან 18:00 საათამდე.