როგორ ვლინდება აუტიზმი - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფერი აუტიზმის შესახებ

რა არის აუტიზმი?

ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. ინდივიდი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.

აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში ცვლილებები ვითარდება თავის ტვინის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე, ამიტომ დარღვევისთვის დამახასიათეელი სიმპტომატიკა მაქსიმალურად ვლინდება 18 თვიდან 36 თვემდე. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ადრეული დიაგნოსტიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტერვენციის ეფექტურობის თვალსაზრისით.

რამდენად ხშირია აუტიზმი?

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად ყოველ 68 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ამავდროულად მდგომარეობის სიხშირემ ბოლო 40 წლის განმავლობაში მოიმატა 40ჯერ. კვლევათა თანახმად ამგვარად მომატებული სიხშირე მხოლოდ ნაწილობრივ აიხსნება ცნობადობისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით. აუტიზმის ხუთჯერ უფრო ხშირია ბიჭებში (1 შემთხვევა 42 ბიჭში და 189 გოგოში). აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად აუტიზმის გავრცელება მხოლოდ 2015 წელს გაიზარდა 10 დან 17 პროცენტამდე. ასეთ ზრდას ფაქტიურად არ აქვს ახსნა, გარდა გაუმჯობესებული დიაგნოსტიკისა და გარემო ფაქტორების ზეგავლენის.

გამომწვევი მიზეზები

არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მეცნიერებმა მოახდინეს იშვიათი გენური მუტაციების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აუტიზმის განვითარებასთან.

ამ ცვლილებათა მცირე ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად გამოიწვიოს აუტიზმი, როგორ ასეთი. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, მათი ზემოქმედების მექანიზმი აუტიზმის რისკ-გენებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების კომბინაციას წარმოადგენს ტვინის განვითარების ადრეულ სტადიაზე.

გარემო ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ აუტიზმის განვითარებაში, ახდენენ ზემოქმედებას თავის ტვინზე დაბადებამდე და დაბადების შემდეგ. 

ეს ფაქტორებია:

 

  • მშობლების ასაკი ჩასახვის მომენტისათვის,
  • დედის ავადმყოფობა და მავნე ზემოქმედებები ორსულობის დროს,
  • რთული მშობიარობა, როდესაც ვითარდება ტვინის ჰიპოქსია.

 დღენაკლულობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორები თავისთავად არ იწვევენ აუტიზმის განვითარებას და მათ ენიჭებათ გარკვეული როლი, მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორებთან თანაარსებობისას.

კვლევა

დუკის უნივერსიტეტის მკვლევარი საიმონ გრეგორი და მისი კოლეგები ეცადნენ გაერკვიათ იყო თუ არა კავშირი აუტიზმსა და მედიკამენტების გამოყენებით მშობიარობის დაჩქარებას შორის.

მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომლის დროსაც გამოიკვლიეს 600 ათასზე მეტი მშობიარობის ელემენტები და შედეგები სკოლებიდან მიღებულ მონაცემებს შეადარეს იმის თაობაზე, აქვთს თუ არა კონკრეტულ ბავშვს აუტიზმი.

იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით სამშობიარო ჩანაწერები და დიდი რაოდენობობით აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების მონაცემები გვქონდა, გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია, ტრადიციულ რისკ ფაქტორებთან ერთად, იყო თუ არა რაიმე კავშირი მშობიარობის დაჩქარებასა და დაავადების ჩამოყალიბებას შორის.“

მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც მედიკამენტებით დაჩქარებული მშობიარობის შედეგად დაიბადნენ, უფრო ხშირად უყალიბდებათ აუტიზმი, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობით დაბადებულ ბავშვებს. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ერთ-ერთ ჰორმონს - ოქსიტოცინს - უკავშირდებოდეს. ხელოვნური მშობიარობის ან დაჩქარებული მშობიარობის დროს დედას სწორედ ეს ჰორმონი უკეთდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰორმონი ასევე უკავშირდება ადამიანში სოციალური უნარ-ჩევევების ჩამოყალიბებას.

ერთი უცნაური ფაქტორი, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა ის იყო, რომ ხელოვნურად გამოწვეული მშობიარობის შემდეგ, ბიჭებში აუტიზმის ჩამოყალიბების ალბათობა გაცილებით მაღალია ვიდრე გოგოებში.

აღმოვაჩინეთ, რომ ხელოვნური ან დაჩქარებული მშობიარობის შემთხვევაში, ბიჭებს უფრო ხშირად ესმევათ აუტიზმის დიაგნოზი ვიდრე გოგოებს. ეს კვლევის ყველაზე საინტერესო ასპექტი იყო.“

საიმონ ჯეფრი ამ აღმოჩენას „საინტერესოდ“ იმის გამო მოიხსენიებს, რომ გაცილებით აუტიზმი მეტ მამაკაცს აქვს ვიდრე ქალს.

მიუხედავად აღმოჩენისა, დუკის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ორსულმა ძალებმა უარი არ უნდა თქვან ხელოვნურად გამოწვეულ ან დაჩქარებულ მშობიარობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს ექიმის რეკომენდაციაა.

ამ რეკომენდაციას ექიმი კონკრეტული მიზეზების გამო იძლევა: შეიძლება რაღაცა დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს ან შეიძლება ბავშვის მდგომარეობა მოითხოვს ამას.“

მისი თქმით, დედის ან ჩვილი სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ვიდრე აუტიზმის სავარაუდოდ ამაღლებული რისკი.

 რა სიმპტომების და გამოვლინებების შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?

გამოვლინებები, რომელსაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება შემდეგია:

  • არ თამაშობს წარმოსახვით თამაშებს (მაგალითად თოჯინას აჭამოს საჭმელი და ა.შ.)
  • არ აკეთებს აქცენტირებას მისთვის უცხო, საინტერესო მოვლენებზე (მაგალითად არ ინტერესდება თვითმფრინავით, რომელიც ცაზე მიფრინავს...)
  • არ ინტერესდება საგნით ან მოვლენით, რომელზეც მთელი გარშემო მყოფები აკეთებენ აქცენტს.
  • აქვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა ან საერთოდ არ ურთიერთობს.
  • თავს არიდებს თვალი-თვალში კონტაქტს.
  • არ რეაგირებს დაძახებაზე ან მისდამი მიმართული საუბრის დროს ინტერესდება სხვა ხმებით.
  • ინტერესდება სხვა ადამიანებით, მაგრამ ვერ ამყარებს კონტაქტს.
  • იმეორებს მისდამი მიმართულ სიტყვებს ან ექოს.
  • უჭირს აზრის ჩვეულებრივი სიტყვებით ან მოქმედებებით გადმოცემა.
  • იმეორებს მოძრაობებს პერმანენტულად.
  • უჭირს ადაპტირება, როცა მის ცხოვრებაში რაიმე იცვლება.
  • აქვს სუნის, გემოს, შეგრძნების, ბგერის და მხედველობის აღქმის არადამახასიათებელი უცნაური გამოხატულებები.
  • დაივიწყა უკვე დასწავლილი უნარ-ჩვევები (მაგალითად დაავიწყდა სიტყვები, რომელსაც ამბობდა).

 

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ზემოჩამოთვლილიდან რამდენიმეს მაინც შეამჩნევს, საჭიროა მიმართოს ექიმს, რათა დროულად იქნას გამოვლენილი პრობლემა.