დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს წმ.მამა გაბრილის დაბადების დღეა.

ბიოგრაფია

წმიდა მამა გაბრიელი (ერისკაცობაში-გოდერძი ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში და ცხოვრობდა წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, თეთრი-წყაროს ქ.11-ში.მამამისი ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი, მამუკინის(ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავჯდომარე და, ამავე დროს, შინსახკომის წარმომადგენელი იყო.მის ოჯახში ქრისტეს ხსენება სასტიკად იყო აკრძალული.1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს.მამის გარდაცვალების მერე წმიდა მამა გაბრიელს ბავშვობაში მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ.
ერთხელ მცირეწლოვანი ვასიკო მოულოდნელად ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ მალე ბავშვი გამოჯამრთელდა და თამაში დაიწყო.
წმიდა მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 84-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი.

1949 წელს იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.ის მსახურობდა ბათუმში.მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ღირსი მამა, ოთხშაბათს და პარასკევს მარხვის შენახვას და ეკლესიაში სიარულს მაინც ახერხებდა.ტაძარში მანხუცური დამწერლობა შეისწავლა.
1951-1955 წლებში, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ღვთის სადიდებლად მან თავის ეზოში ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა.ხელისუფლების მესვეურებმა ბევრჯერ სცადეს ეკლესიის დანგრევა, მაგრამ უშედეგოდ(თეთრიწყაროს ქუჩაზე ეკლესია დღესაც დგას).

1954 წელს წმიდა მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპოსკოპოსს გაბრიელს, რომ იგი დიაკვნად ეკურთხებინათ.

1955 წელს ქუთაისის წმ. პეტრე-პავლეს სახ. ეკლესიაში შედგა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს, მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა, იგი ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით, წმიდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა.იმავე წლის 27 თებერვალს კი, მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1956 წელს წმიდა მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას.მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია.იმავე წლის მაისში იგი წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად ინიშნება.1965 წლის 1 მაისს, კომუნისტური აღლუმის დროს, წმიდა მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაში აღმართული ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი დაწვა.

დაკითხვაზე მან განაცხადა:"იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი.კაცს რად უნდა დიდება.უნდა ეწეროს:დიდება ქრისტე ღმერთს". კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შეიცვალა:მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.
სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.იგი ცხოვრობდა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან მე 3-ის კოშკის დაბლა არსებულ პატარა გოდოლში, რომელსაც თვითონ "კელიას", ეძახდა.
წმიდა მამა გაბრიელმა ხუთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების ზუსტი დრო.

1995 წელს წმიდანი წყალმანკით მძიმედ დაავადდა.გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღირსი მამა არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
1995 წლის 2 ნოემბერს წმიდა მამა გაბრიელი გარდაიცვალა.ანდერძისამებრ, იგი ბერმონაზვნული წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.
წმიდა მამა გაბრიელის სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზმა ანალიზის ჩასატარებლად აუღო ღირს მამა გაბრიელს, დღემდე უხრწნელია.
წმიდა მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ.

მამა გაბრიელის ანდერძი
''მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა. ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ...
თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ!..
საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს.როცა იტყვიან - ''აი, მორჩა!'' - მაშინ განათდება და გაბრწყინდება!
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა...
უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ - დედამიწაზე - მადლის მიხედვით, იერუსალიმის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილი სვეტიცხოველია, მას შემდეგ სამთავროს მონასტერი!..
წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება! საქართველო აღდგება ისე, როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს!..
ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში. უამრავი მორწმუნე მოიყრის თავს საქართველოში. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე. ეს არის ბოლო!..
სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს...
მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს კი უფალი ისეთ სასწაულს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს ეყოფათ საკვებად. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს მას და პურად გექნებათ...
ყველა ვერ გადარჩება, ვერც მე შევიწყალებ, ვერც უფალი, შენი თავი თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია!..
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახვებს...
ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება. სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია!
გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება...
ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!" - ამას გიტოვებთ ანდერძად...