საგანმანათლებლო კვირეულში - „პროექტის შედგენა და მართვა“ მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში მიღებას აცხადებს. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, განავითარონ ლიდერული თვისებები.

ღონისძიება თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.
ბანაკის თემატური მიმართულებებია:
-პროექტის ორგანიზება;

-ლიდერული და გუნდური მუშაობისთვის უნარების განვითარება;
-მოტივაციის ამაღლება;
-ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა;
მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შევსებას 24 მარტის ჩათვლით შეძლებენ.

ასევე, ბანაკის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული/გასართობი აქტივობა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გუნდური მუშაობის პრინციპით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.
-ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 6-დან 10 აპრილის ჩათვლით;
მინიმალური მოთხოვნები მონაწილეებისათვის:
-მონაწილეთა ასაკი : 16-დან 20 წლის ჩათვლით
-მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში
- მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად,
უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და კრეატიული
-აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები.
-ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა
მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის გამგეობა უზრუნველყოფს.