ომის თითქმის წლისთავზე უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 8 მლნ-ს გადააჭარბა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს [UNHCR] ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის წლისთავზე ლტოლვილების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადია.

იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას აგრძელებს და საომარი მოქმედებები გრძელდება მოსალოდნელია, რომ ლტოლვილების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროკავშირის ინფორმაციით, წევრმა ქვეყნებმა ჯამში 10 მილიარდის ევროს დახმარება გამოყვეს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რომელთა უმეტესობაც ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება. მიმდინარე ომის პირობებში და იმის გათვალისწინებით რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, რთულია მოკლულთა ზუსტი რაოდენობის დასახელებაც, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის [OHCHR] ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 7 068 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 11 415 დაშავდა. OHCHR ასევე აცხადებს, რომ სამოქალაქო პირების დაღუპვის ძირითადად მძიმე არტილერიის გამოყენება და სარაკეტო თავდასხმები იწვევს.