26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 მაისს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი, 85 წლის გახდებოდა.

მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო.

34 წლის წინ, 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.