საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ჯემალ გახოკიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გახოკიძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ის 73 წლის იყო.
ჯემალ გახოკიძე სხვადასხვა წელს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, 1999-2004 წლებში კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. გარდა ამისა, 2004-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, ჯემალ გახოკიძე გარდაიცვალა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი