დედაქალაქი
გიორგი აბაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა, ამჯერად, გიორგი აბაშვილის ქუჩა N6-ში, N16 კორპუსის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, მოსაწყობი კედლის საერთო სიგრძე 198,2 მეტრ სიგრძეს შეადგენს. სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 527 730 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გახოკიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 12 ივლისის 00:00 საათიდან ცხრა თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ტერიტორიაზე, თავდაპირველად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ცენტრალურ ქსელებს შეცვლის, რომლის დასრულების შემდეგაც, საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.
სამუშაოების პერიოდში გახოკიძის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გახოკიძის ქუჩაზე, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, რომანოზ ხომლელის, ევგენია მაისურაძისა და გახოკიძის ქუჩების კვეთებთან ინტენსიური სამუშაოები შესრულდება ღამით. შესაბამისად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხდება.
მგზავრთა შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, მიკროავტობუსებს: N413, N519, N524, N540, N547 და N554 მოძრაობის მიმართულებები შეეცვლებათ. კერძოდ, N413 მოძრაობას დაასრულებს ვარკეთილის II მიკრორაიონში, გახოკიძის ქ. N56-თან; N519 და N540 იმოძრავებენ თაყაიშვილის, ალექსიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენი მაისურაძის და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით; უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ დაუკავშირდებიან აბაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ ხომლელის, საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა, ალექსიძის ქუჩებზე და თაყაიშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
რაც შეეხება N524-ს, აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ იმოძრავებს საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენი მაისურაძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით, უკუმიმართულებისას კი „ისთ ფოინთიდან“ დაუკავშირდება კახეთის გზატკეცილს, რის შემდეგაც მგზავრებს ჯავახეთის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მიიყვანს; N547 ვარკეთილის მესამე მასივიდან, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობას დაასრულებს გახოკიძის ქ. N8-10-ის მიმდებარედ. აღნიშულ მიკროავტობუსს უკუმიმართულებისას მოძრაობა არ ეცვლება.
მიკროავტობუსი - N554 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“, თვალჭრელიძის II შესახვევის მიმართულებით გადაადგილებისას, აბაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს ხომლელის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების საშუალებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 22 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.
„იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში“, - აცხადებენ სააგენტოში.
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა. ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდა, აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის – დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის.
„მინდა, გავიხსენო 2017 წელი, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით. ის შედგებოდა შვიდი ძირითადი მიმართულებისგან. ერთ-ერთი მთავარი იყო გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობდა. გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება ხდებოდა და გარკვეული სახის მშენებლობა ხორციელდებოდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, პოლიტიკა და მიდგომები შეიცვალა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ზრუნვა გარემოზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციულ სივრცეებს. მოგვიწია ბევრი გასხვისებული არეალის გამოსყიდვა და იქ, მშენებლობის ნაცვლად, პარკები და სკვერები გაკეთდა. ასევე, დავიბრუნეთ გასხვისებული სტადიონები, რომლებიც დღეს ჩვენს პატარებს ემსახურება, რათა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ეკოლოგიის გაუმჯობესებასა და მყარი ნარჩენების მართვაში სპეცტექნიკის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ მიღწეული შედეგისთვის.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ტექნიკის გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფერზე ზრუნვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, თითოეულ თანამშრომელს. ეს ადამიანები ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე. ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ქალაქი იყოს განათებული, მოწესრიგებული. მადლობა დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს. მინდა, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ (EBRD) დახმარებისთვის. მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით აღნიშნული პროექტის განხორციელება.
შევიძინეთ 65 ერთეული სპეცტექნიკა. 52 უკვე ადგილზეა. აქ არის სხვადასხვა სახის მანქანები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქუჩები იყოს სუფთა, ნარჩენების დროული, უსაფრთხო და უპრობლემო გატანა მოხდეს დედაქალაქიდან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობდეს ძალიან კარგად, შეფერხებების გარეშე. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი შენაძენი გვაქვს, რადგან ეს პირდაპირ აისახება დედაქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებლებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, ეკოლოგიაზე კიდევ უფრო ზრუნვა, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების გაკეთება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. მართალია, უკვე არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ ვჩერდებით და სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ქალაქს, აქ მცხოვრებ ადამიანებს და ყველას, ვისაც ქალაქის განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა უხარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მიმართვის შემდეგ, კახა კალაძემ, მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, დავით ფაჩულიასთან ერთად სპეცტექნიკა დაათვალიერა.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით შესყიდული სპეტექნიკის ნაწილი დედაქალაქს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიეწოდება. 65 ერთეული სპეცმანქანის ღირებულება დღგ-ის გარეშე 9 564 750 ევროს შეადგენს (დღგ-ის ჩათვლით – 11 286 405 ევრო). შესყიდულია სხვადასხვა ტიპისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთოები, ქუჩის მექანიკური მხვეტავი მანქანები, ევაკუატორი, ღია სატვირთო ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით, სატვირთოები ტელესკოპური ამწე კალათით, ასევე, სხვადასხვა ზომის სატვირთო მანქანები თვითმცლელით, სანიაღვრე ქსელების წნევით გასარეცხი კომბინირებული სპეცმანქანები, ასფალტის გადამზიდი სატვირთო, ნარჩენების სატკეპნი კომპაქტორი და სხვა. ევროპული კომპანიების, „ივეკოსა“ და „დულევოს“ მიერ წარმოებული სპეცმანქანები აწყობილია იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში, ერთი კომპაქტორი კი ფინური კომპანიის, „ტანას“ წარმოებისაა.
გარდა ამისა, დედაქალაქის, კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტითაც ხორციელდება სპეცტექნიკის შესყიდვა. 2024 წელს შემოყვანილია 24 ერთეული ახალი სპეცმანქანა, რაც უკვე ემსახურება ქალაქს. ახლო მომავალში, ასევე, შემოვა 15 ერთეული, ხოლო წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი ნარჩენების შემგროვებელ კიდევ 10 მანქანას შეიძენს.
დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო
დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.
„სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამგორში, კაკლიანის ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა, კაკლიანის ქუჩა N26ა-ს მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რაიონის ბიუჯეტიდან 96 481 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ხვალ გვიან ღამიდან, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ შეზღუდა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის, 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
„დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას
თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო ამა წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვისცენტრში. კერძოდ:
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.
რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვისცენტრში, მისამართზე – თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვისცენტრში, მისამართზე – მიცკევიჩის N20.
ააიპ „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვისცენტრში.
სამგორში, აბაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა, ამჯერად, გიორგი აბაშვილის ქუჩა N6-ში, N16 კორპუსის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, მოსაწყობი კედლის საერთო სიგრძე 198,2 მეტრ სიგრძეს შეადგენს. სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 527 730 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამგორში, თურაშაულის ქუჩაზე გზა ეწყობა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი ხვალ დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
„სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.
მშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.
ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას“, - აცხადებენ სააგენტოში.