გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გიორგი მუმლაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

ამასთან, გიორგი მუმლაძის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სამართალდარღვევის დასადასტურებლად სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა. პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.