რა გახდა 21 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის მიზეზი - შემზარავი საქმის ახალი დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ დილით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი, სამგორში წინაუბნის დასახლებაში მამამ იპოვა.

გოგონა განსაკუთრებული სისასტიკიდ მოკლა ახალგაზრდა კაცმა, თუმცა რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს.

"ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქეთაევან ჯავახიშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

რა ვიცით ახლა

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სვანეთიდან არის და ის სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც.

ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლიდან გვიან ღამით გავიდა, ოჯახმა კი მისი ძებნა 28 თებერვალს დილით დაიწყო, როცა აღმოაჩინეს, რომ ის სახლში არ იყო. ცხედარი ოჯახის წევრმა იპოვა.

ცხედართან ახლოს ნახეს მოკლულის ტელეფონიც. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტელეფონით გავიდა პოლიცია დამნაშავის კვალზე.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის ნათესავია.

მკვლელის აღიარება

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზი, ასევე არ არის ცნობილი რას ამბობს ბრალდებული, თუმცა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი კაცი დაკავებულია და მას 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი დეტალები

თემურ ცინდელიანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი მკურნალობდა და მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებუოლი პრობლემები ჰქონდა.

კაცი "პირველებთან" ამბობს, რომ საკუთარი შვილის მეთვალყურე თავად იყო, საბედისწეროო მომენტში კიშვილი გაეპარა.

„ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო მაგ ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. იქით იყო ბარსელონაში, მკურნალობდა. ფსიქიკურად უჭირდა მაგის გამო, თორემ გამკეთებელი იყო აბა მაგის? დიახ, ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი იქ და უკან წამოვიდა", - ამბობს თემურ ცინდელიანი.

 

 მასალა ახლდება