საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის - ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება.

 

„საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აკრედიტაცია მიიღეს თბილისის ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და ბათუმის დოკუმენტების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზის ლაბორატორიამ; 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის - ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, კერძოდ: ტრასოლოგიური ექსპერტიზის, ქიმიური ექსპერტიზის, მათ შორის ნარკოტიკების და მიკრონაწილაკების ექსპერტიზების მიმართულებით - თბილისში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მიმართულებით - გურჯაანში და ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით - ბათუმში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის INL-ის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოსთვის დაგეგმილია შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება და ISO აკრედიტაციის მიღება ავტორიტეტული ამერიკული აკრედიტაციის ორგანოსგან. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დამატებითი ლაბორატორიები მოეწყობა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების შენობებში. აგრეთვე, ნივთმტკიცების ახალი საცავი - თბილისში“, -აღნიშნა შინაგან საქმეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელსაც გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები.

 

„პოლიციელთა სპეციალიზაციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2021 წელს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. რეფორმის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის კონცეფცია. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2021 წელს დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს: ანალიტიკური ქსელის გაფართოებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა/განახლებას და ადამიანური რესურსების განვითარებას. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას. 2022 წელს გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. მთავარი პრიორიტეტი იქნება: კრიმინალური პოლიციის რეფორმის სწორად დაგეგმილ ვადებში ეფექტიანად განხორციელება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის გაძლიერება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში
უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება, გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის
საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს.

„საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ამ მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს. მათ დღეს, იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ. ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი
ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის. ამ შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ჩვენი თანამშრომელი. მინდა, მას გამოჯანმრთელება და რაც შეიძლება მალე სამსახურში დაბრუნება ვუსურვო“, -
განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. „მოხსენების ოფიციალური ნაწილი უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს, ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები,
სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, ამასთანავე, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი - 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.
 
 
აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.
 
სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს.
 
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს 4 ნარკორეალიზატორი: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები - 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ. და 1977 წელს დაბადებული ა.ბ.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ.
 
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
 
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები.
 
ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია „ჰეროინის“, „კოდეინის“ და „მორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელს, კაორი იშიკავას შეხვდა.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები. ალექსანდრე დარახველიძემ და კაორი იშიკავამ განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და მიმართულებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება.
 
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების მნიშვნელობას.
 
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და რეგიონებში 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ. ფ., 1978 წელს დაბადებული ი. მ., 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ა., 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ. ფ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ. კ., 1996 წელს დაბადებული დ. ჯ., 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. პ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე. ქ., 1972 წელს დაბადებული შ. მ., 1975 წელს დაბადებული ჯ. გ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე. პ., 1997 წელს დაბადებული ე. ა., 1980 წელს დაბადებული ტ. ფ. და 2008 წელს დაბადებული ა. პ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.რ. ზუგდიდში დააკავეს.

1993 წელს დაბადებული გ.ლ. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „პრეგაბალინის“, „სუბოქსინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებთ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები - 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ნარკორეალიზატორებისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 5 პირი - 1983 წელს დაბადებული ო.ა., 1981 წელს დაბადებული ზ.ზ., 1989 წელს დაბადებული რ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1989 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, რ.ჩ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 64 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". ზ.ზ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ 45 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.

რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს - ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურეობის გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით.