შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისპოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებომოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული.. , თბილისში დააკავეს.

დანაშაული 9- დან 13 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმამიმდინარე წლის 7ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღითჭრილობები მიაყენა ორ პირს.

 

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, დანაშაულისსავარაუდოჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის დღე“ აღინიშნა.

ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა არსებულ მიღწევებსა და სამომავლოგეგმებზე ისაუბრა.

„უწყება არ წყვეტს ტექნოლოგიურგანვითარებას და წლის ბოლომდე დაცვის პოლიცია სრულად იქნება აღჭურვილიევროპული სტანდარტის ტექნიკით. კერძოდ, ინერგება MOTOROLA TETRA სისტემისმოწყობილობები. გარდა ამის, დაცვის პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, დაცვის პოლიციის ყველა თანამშრომელს ახალი სამუშაო ფორმა გადაეცა. დაცვის პოლიციის წარმატება და დასაცავი ობიექტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა დამოკიდებულია უწყებაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ავტოპარკის განახლებაზე, რასაც წარმატებით ვახორციელებთ. წელს უწყებას უკვე შეემატა 15 ერთეული სპეციალიზირებული ჯავშნირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ოპერატიული ჯგუფის ადგილზე გამოცხადების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ავტოპარკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

საზეიმო ღონისძიებაზე წელს 95-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 33 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა დაჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ემსახურება.

ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიის, არამხოლოდ რეგიონში. შეიძლება ითქვას ამაყად, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული ქვეყანა არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებულ ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დავუბრუნეთ ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიხედვით ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქმნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური ტელეარხები და სიტუაცია რადიკალურად არის გაუმჯობესებული. მე მთავარ ინდიკატორს მოვიყვან, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს თუ რა ვითარებაა საქართველოში. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4000 და 5000 საქმეს. დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. მე ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. აკადემიაში აშშ-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გადმოცემული აღჭურვილობის და ინრასტრუქტურული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.
 
კელი დეგნანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კიბერ-ლაბორატორია, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური ხელსაწყოები, ტაქტიკური მომზადების ოთახი და სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
 
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, შსს აკადემიის პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა ტაქტიკური მომზადების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შს აკადემიას ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (FATS) გადასცა.
 
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში.

მიმდინარე წლის ივლისში, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიაზე, განხილულ იქნა "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში.

საქართველოს დელეგაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განხილვისას ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განმტკიცებას.

განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევა 2022 წლის პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შედეგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სექტორ „სამებას“ (N2 სამმართველო - ახალციხე) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ესტუმრა.
სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ მოადგილესთან, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო, სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის საკითხებზე ისაუბრა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - თბილისის საპატრულო პოლიციას "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 89 ავტომანქანა გადაეცა.
 
ახალი ავტომობილები განკუთვნილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვის. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა, ხოლო გასულ თვეში ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები.
 
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია პოლიციელთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს.
 
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
 
სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს - კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ.

ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის. მსურს, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები ყველა წამოწყებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მეტად ვაფასებთ შეერთებული შტატებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩამოყალიბებულ მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას." - აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიერ აშშ-ს ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

 

"დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.