შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფერდი ქორქმაზის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ეწვია.
სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.
დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას და ადგილზე გაეცნენ აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მხარეებმა საქართველოს და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალურ სარდლობას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში - ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.
ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქ რუსთავის მერი.

კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

მოზარდები და ბავშვები სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად, უკვე დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლები სკოლებში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.

კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეხვედრები სკოლებში ბათუმსა და ზუგდიდში უკვე გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს შეხვედრა.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული.
ღონისძიებები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითუ ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, "112"-ის აპლიკაციის გამოყენებით იგეგმება სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის ზომებისა და არსებული სერვისების შესახებ, ასევე, შესაბამისი კამპანიის განხორციელება.
აღნიშნული ინიციატივის რეალიზება მოხდება გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
შეხვედრის დასასრულს, "112"-ის დირექტორმა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ავტოსაგზაო შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების საკითხებზე კასკადური ტრენინგები ჩატარდა.
სწავლების ფარგლებში გადამზადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის თანამშრომლები.
კასკადურ ტრენინგებს უძღვებოდნენ ილინოისის შტატის პოლიციის ინსტრუქტორები.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგზაო შემთხვევების გამოძიება და დოკუმენტაციის წარმოება; დროის ეფექტურად გადანაწილება გამოძიების პროცესში; იმ საგზაო შემთხვევათა აღრიცხვა, რომლებსაც არ მოჰყოლია სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა; კომუნიკაცია კერძო სადაზღვეო კომპანიებთან და სხვ.
სწავლების დახურვის ღონისძიებას, რომელიც ქუთაისში გაიმართა, დაესწრნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმღვანელი - სარა რუპერტი.
სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიაზე, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში ბათუმში სახალხო ღონისძიების შემდეგ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში და N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მოზარდების ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო და სახანძრო, ასევე, სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრაზე დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.
კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისის შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, რუსთავში ვაკანსიები გამოაცხადა.
კონკურსი გამოცხადდა მართლწესრიგის ოფიცრის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ინსტიტუტი მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები ასევე მოიცავს: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებას; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებას.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში დაინერგება.
კონკურსის ლინკი

 

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო შეიქმნა 1993 წლის 29 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლში გაწევრიანდა.
 
საქართველოს ინტერპოლს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ინტერპოლის წევრ ქვეყნებს შორის. უწყება აქტიურად არის ჩართული ინტერპოლის მრავალ საერთაშორისო პროექტში, რომელთა მიზანია საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოპარული კულტურული ხელოვნების ნიმუშებისა და გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნა.
 
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო აქტიურად იყენებს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ყველა ინსტრუმენტს. მისი მოთხოვნის საფუძველზე, გამოცემულია მრავალი ცირკულარი, დაკავებულია საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი არაერთი დამნაშავე, რომლებიც ბრალდებულნი არიან მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, პედოფილიაში, მკვლელობაში, ტერორიზმსა და ფულის გათეთრებაში.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა.
 
 
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.