იტალიელები სექსს ჰიპნოზით აუმჯობესებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, აპენინებზე საკმაოდ გაიზარდა ჰიპნოზის თაყვანისმცემელთა რიცხვი - როგორც ამბობენ, მისი საშუალებით, იტალიელები ცდილობენ სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებას, ძილის მოწესრიგებას, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებებას, კარიერის აწყობას, გარეგნობის გაუმჯობესებას და სხვა. როგორც ადგილობრივი „რეპუბლიკა“ წერს, ჰიპნოზის მოყვარულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. იტალიელების თქმით, ის უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ფსიქოანალიზი და შედეგიც უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე სხვა თერაპიული მეთოდებისას. 10 სეანსის განმავლობაში, რაც 800 ევრო ჯდება, შეგიძლიათ, სხვადასხვა დამოკიდებულებას დააღწიოთ თავი და ზედმეტი კილოგრამებიც მოიკლოთ. ჰიპნოზის მოყვარულთა შორის, ყველა ასაკის ადამიანები არიან. რომში ადამიანების უმრავლესობა, ამ სეანსებით, სიყვარულსა და მეგობრობას ეძებს, სექსის საკითხი უფრო ნეაპოლიტანელებს აწუხებთ, მილანელები პრესტიჟისკენ ისწრაფვიან, ფლორენციელები - თავისუფლებისკენ, ბოლონიელებს თვითრეალიზაცია სურთ. როგორც იტალიელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, აქაურებს ჰიპნოზის მეშვეობით, ძირითადად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარება სურთ.