ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესის გახსნას მხარი დაუჭირა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო და პროკურატურის სისტემების გასაუმჯობესებლად, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომისიის რეკომენდაციაა, საბჭომ მიიღოს მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდედ, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინა გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს კომისიის მოხსენების შესაბამისად.