ჩემპიონთა ლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი კლუბი აგრძელებს. ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ მოინხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება (შეხვედრები 30 აპრილს და 8 მაისს გაიმართება), ხოლო დორტმუნდის „ბორუსია“ ურთიერთობას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენთან“ გაარკვევს (1 მაისი, 7 მაისი).

„რეალი“ ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონის, „მანჩესტერ სიტის“ ძლევის შემდეგ გავიდა და შეიძ₾ება თამამად თქვას, რომ ესპანელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი, ინგლისელთა დამრიგებლისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის, ნამდვილ კოშმარად არის ქცეული. კარლიტომ კონკრეტულად გვარდიოლა და მისი გუნდი, ლიგიდან მეოთხედ დაითხოვა.

ნახევარფინალისტების ვინაობა ევროპა ლიგასა და კონფერენსლიგაზეც გაირკვა. ევროპა ლიგაზე ერთმანეთს „რომა“ (იტალია) – „ლევერკუზენი“ (გერმანია) და „ატალანტა“ (იტალია) – „მარსელი“ (საფრანგეთი), ხოლო კონფერენსლიგაზე „ასტონ ვილა“ (ინგლისი) – „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და „ფიორენტინა“ (იტალია) – „ბრიუგე“ (ბელგია) დაუპირისპირდებიან.