დუშანბეს გრანდ სლემზე სამი ქართველი იჭიდავებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს.

ტურნირზე მედლებისთვის ზაზა დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) იბრძოლებენ.

გოჩილაიძის პირველი მეტოქე ყირგიზი ასად მასაბიროვი იქნება, დვალაშვილი კი ზელანდიის წარმომადგენელს, მარტინ დე რიდერს დაუპირისპირდება.

ასკილაშვილი პირველ წრეში ფრანგ მელოდი ტურპინს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ავსტრიელ პიოვესანთან იჭიდავებს.

გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.