ნაკლები კალორია გვიანი დაბერების გარანტია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაადგინეს, რომ კალორიების შემცირება ჯანმრთელ მოზარდებში დაბერების ტემპს ანელებს. ადრე ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ კალორიების შეზღუდვა ანელებს დაბერების ტემპს მწერებში, თაგვებსა და სხვა ცხოველებში. ახალ კვლევებში 220 ჯანმრთელი ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი გადანაწილდნენ საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში. მეორე ჯგუფში მყოფები, პირველთან შედარებით, 25%-ით ნაკლებ კალორიას იღებდნენ. ორწლიანი კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ კალორიების შეზღუდვამ ექსპრიმენტში მონაწილეებში, დაბერების ტემპი 2-3%ით შეანელა. ეს შენელება დაკავშირებულია სიკვდილიანობის რისკის 10-15%-ით შემცირებასთან, ასევე გულის დაავადებების, ინსულტის, დემენციის რისკის შემცირებასთან. ექსპერიმენტის მონაწილეები ამჟამადაც მეთვალყურეობის ქვეშ არიან.