როგორი ქალები მოსწონთ კაცებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განსხვავებული გემოვნების მიუხედავად. მამაკაცების დიდი ნაწილი ქალის თმის ფერზე ერთნაირად რეაგირებს. მაგალითად, ძლიერი სქესის უმეტესობა აცხადებს, რომ შავგვრემანი მანდილოსანი ყველაზე მიმზიდველი და სექსუალურია. ქერა თმა, არ აქვს მნიშვნელობა, შეღებულია თუ ბუნებრივი, მათთვის მხიარულებასა და ფლირტთან ასოცირდება, წითური თმა კი ტემპერამენტისა და ვნების გამოხატულებად მიაჩნიათ. მოკლედ, ქერა თუ შავგვრემანი? - ეს კითხვა დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

ვესმინსტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ბარში კაცებს ქერა გოგონები გააცნეს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მოხიბვლა სულ ადვილად შეიძლებოდა. მოგვიანებით, იმავე გოგონებს შავი თმის პარიკები გაუკეთეს - კაცების აზრით, ისინი ჭკვიანები და ცოტა ამპარტავნები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ სტერეოტიპი, თითქოს, მამაკაცები უპირატესობას ქერა მანდილოსნებს ანიჭებენ, ტყუილია. უცნაურია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მასობრივად ქერა და ცისფერთვალა ქალები ცხოვრობენ, კაცებს მაინც მუქთმიანი ქალბატონები მოსწონთ. ისე კი, სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში უფრო მეტი შავთმიანი ქალი ცხოვრობს, ვიდრე - ქერა, თანაც ამ ქერებიდან მხოლოდ 10%-ს აქვს ბუნებრივად ღია ფერის თმა.