„მის სამყაროს“ ტიტული ინდოელმა დაისაკუთრა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მის სამყარო-2021“-ის კონკურსზე, ყველაზე ლამაზის ტიტული 21 წლის ინდოელ გოგონას, ჰარნააზ სანდხუს ერგო. მეორე და მესამე ადგილები - სამხრეთ აფრიკისა და პარაგვაის წარმომადგენლებმა დაიკავეს. კონკურსის გამარჯვებულს გვირგვინი გასული წლის „მის სამყარომ“, მექსიკელმა ანდრეა მესამ დაადგა. ინდოელი ლამაზმანი ქალაქ ჩანდიგარხში ცხოვრობს და მოდელად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი 70 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მასში 80 ქვეყნის მშვენიერი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსის ორგანიზატორები მკაცრად იცავდნენ პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს: ყველა მონაწილემ კარანტინი გაიარა და PCR-ტესტებიც რამდენჯერმე ჩააბარა.